თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
13/07/2021 06:50:27 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების1862 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 619 პირი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 35 117 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 996, „პისიარ“ ტესტით – 14 121.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,3%, ბოლო 14 დღის – 4%, ბოლო შვიდი დღის – 4,26%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა,
- აჭარა - 98,
- იმერეთი - 164,
- ქვემო ქართლი - 104,
- შიდა ქართლი - 56,
- გურია - 11,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64,
- კახეთი - 115,
- მცხეთა-მთიანეთი - 54,
- სამცხე-ჯავახეთი - 32,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 266, აჭარაში - 187, იმერეთში - 417.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში - 44, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 133, აჭარაში - 2, იმერეთში - 9.
924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 - თბილისში, 242- აჭარაში.
8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 941 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 173, პირი, აჭარაში - 847, იმერეთში - 1 032.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 პირი გამოჯანმრთელდა, 5 479 პაციენტი გარდაიცვალა.
- სულ აცრილია 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444.


