ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური ნამატი დაფიქსირდა
13/07/2021 06:48:16 საზოგადოება
ბოლო თვეების განმავლობაში პირველად, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების რეკორდული დღიური ნამატი დაფიქსირდა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში ინფიცირების 1862 შემთხვევა გამოვლინდა, 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 პირი გარდაიცვალა. ბოლოს რეკორდული ნამატი (2 171 შემთხვევა) 5 მაისს დაფიქსირდა.
ქვეყანაში ჩატარდა 35 117 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 996, „პისიარ“ ტესტით – 14 121.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,3%, ბოლო 14 დღის – 4%, ბოლო შვიდი დღის – 4,26%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 პირი გამოჯანმრთელდა, 5 479 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444.


