ფრანგი დიპლომატი ელჩების შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ: "გამოვხატეთ იმედგაცრუება საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის რღვევის გამო"
13/07/2021 05:45:06 პოლიტიკა
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე უცხოელმა დიპლომატებმა "გამოხატეს იმედგაცრუება საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის რღვევის გამო".
„ჩვენ – დიპლომატებს გუშინ შეხვედრა გვქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის რღვევის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო, რასაც თბილისში ადგილი ჰქონდა 5 ივლისს“, – წერს კოლასი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ელჩებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, "დაუბრუნდეს ყველა ადამიანის, მათ შორის უმცირესობების, ქვიარ ადამიანების, პრესის, დაცვის ვალდებულების შესრულებას“.


