
ჯანმო–ში სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების შერევას „საშიშად“ მიიჩნევენ
13/07/2021 05:15:15 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სხვადასხვა მწარმოებლის კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინების შერევას „საშიშ ტენდენციას“ უწოდებს. ამის შესახებ ორგანიზაციის უფროსმა მეცნიერმა სოუმია სვამინათანმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინების კომბინაცია არის „საშიში ტენდენცია“, რადგან ვაქცინების შერევისას ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ სათანადო მონაცემები არ არსებობს.
„ეს ცოტა საშიში ტენდენციაა, რადგან არ არსებობს სათანადო მონაცემები ან მტკიცებულებები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.