Accentnews.ge
ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ

13/07/2021 04:57:40 საზოგადოება

"ტვ პირველის" ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება იოსელიანის ქუჩა N37-დან 15:00 საათზე იქნება. მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა ლექსოს დაკრძალვაზე მსვლელობა დაგეგმეს, ისინი მისი სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისის დილით დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს აქციაზე ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ლაშქარავას ოპერაციაც გაუკეთდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს და ირაკლი ღარიბაშილის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა პრემიერ–მინისტრმა თანამდებობა არ დატოვა, ამას მედიის წარმომადგენლების კიდევ ერთი აქცია მოჰყვა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S