„კვერცხების, საღებავის, პროტესტის ატანა და შემდეგ წასვლა მოუწევთ“ – „ქართული ოცნების“ ოფისს საღებავი შეასხეს
12/07/2021 18:46:42 საზოგადოება
„ქართული ოცნების“ სათაო ოფისს აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს და წითელი საღებავი შეასხეს. ადგილზე დაძაბულობა იყო. სამართალდამცელებმა „დროას“ დამფუძნებლის ელენე ხოშტარიას დაკავება სცადეს.
ადგილზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. პოლიციელები შენობისგან აქციის მონაწილეების დისტანცირებას ცდილობენ. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. სამართალდამცველებმა რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს.
„ამ ხელისუფლებისთვის დავაშავეთ ჩვემნ, თავისუფლებისთვის, მკვლელობის წინააღმდეგ მებრძოლმა ადამიანებმა და არაფერი დააშავეს მოძალადეებმა, რომლებიც ქუჩაში ურტყამენ ადამიანებს და კლავენ. ეს ამ ხელისუფლების სახეა!“,– განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება მოქალაქეების უსაფრთხებაზე იყო პასუხისმგებელი, რაც არ გააკეთა, ამიტომ კვერცხების, წითელი საღებავების, პროტესტის ატანა და შემდეგ „წასვლა მოუწევთ“.


