Accentnews.ge
გრიგოლია – ღარიბაშვილს: „ან დაამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ, ან ბოდიში მოიხადეთ“

გრიგოლია – ღარიბაშვილს: „ან დაამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ, ან ბოდიში მოიხადეთ“

12/07/2021 18:10:51 საზოგადოება

„ტვ პირველის“ ტელეწამყვანი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, ან დაამტკიცოს, რომ მედია ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებს, ან ბოდიში მოიხადოს.

„აქ უნდა ვიდგეთ ჩვენი უფლებების დასაცავად, უნდა ვითხოვდეთ მათ პასუხისმგებლობას, ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა. დღეს მეგონა, მთავრობის სხდომა რომ იწყებოდა, ცოტა მაინც შეეცდებოდნენ რომ რაღაცნაირად, ოდნავ მაინც მიეწყნარებინათ ადამიანების სულებში მღელვარება, ამის ნაცვლად გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და მედიას დაგვაბრალა რაღაც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა.

მივმართავ პრემიერ-მინისტრს - ან დაამტკიცეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, თუკი შეთქმულებაში ვმონაწილეობთ, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას, რომ გამოდიხართ და ასე უაპელაციოდ გვაბრალებთ შეთქმულებაში მონაწილეობას. შეთქმულება კი არა ჩვენი უფლებებისთვის ვდგავართ აქ, იმიტომ ვდგავართ აქ რომ ჩვენ გარდაცვლილ კოლეგას დავტირით და ვითხოვთ პასუხს იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც აქ მოუწყეთ ქართულ მედიას“,- განაცხადა გრიგოლიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გარდაიცვალა 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. პრემიერ-მინისტრმა დღეს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს და დემონსტრანტებს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური ძალა უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S