Accentnews.ge
„უკან გზა არ არსებობს, მხოლოდ წინ!“ – მამა ზაზა რუსთაველზე პროტესტს შეუერთდა

„უკან გზა არ არსებობს, მხოლოდ წინ!“ – მამა ზაზა რუსთაველზე პროტესტს შეუერთდა

12/07/2021 16:02:36 საზოგადოება

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას მამა ზაზა თევზაძემ ბრძოლისუარიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, „ხართ მოვალენი, მძიმე რეალობა შეცვალოთ. ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს. არ გვაქვს უფლება, უარი ვთქვათ ღორსებაზე, თავისუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე, რისთვისაც ვართ გაჩენილები“.

როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, ჟურნალისტებზე აღმათული ხელი, საზოგადოებაზე აღმართული ხელია, რადგან მედია სწორედ რომ საზოგადოების თვალ–ყურია.

"ჟურნალისტებზე აღმართული ხელი, ეს არის ჩვენს ხალხზე აღმართული ხელი. რატომ? - ისინი არიან თვალი და ყური ჩვენი, ჩვენი ფანჯარა, ჩვენი ხედვის წერტილი, ამიტომ პატივი უნდა დავდოთ მათ, რადგან აკეთებენ იმას, რის გარეშეც ჩვენ წყვდიადში ვიქნებოდით. ყველაზე დიდი ანგარიშსწორება მათ მიმართ დაიწყეს. ეს იყო არნახული აქტი. 53 ადამიანი, რომელიც გახდა აგრესიის მსხვერპლი და რომლის თვალებიც იყო სამიზნე, რომელიც არის სახე და სიმბოლო ცნობიერების.

მინდა ვთქვა, ერთი მნიშვნლოვანი რამ, როგორც მოძღვარმა და ეკლესიის მასწავლებელმა, დღეს არის მნიშვნელოვანი საეკლესიო დღე, ეს დღე არის მოციქულების დღე და მოციქულები არის ქრისტეს მედია, ქრისტეს ჟურნალისტები და ისინი ასწავლიან, იმათმა შეცვალეს სამყარო და ამ თვალსაზრისით, მეც მედიას წარმოვადგენ ღმერთსა და ადამიანებს შორის.

კარგად გავიგოთ და გავიაზროთ, იმიტომ რომ სამყარო როგორიც არის ასეთი არ ყოფილა. კანიბალიზმიდან დღეს სხვა იდეალებს ვესწრაფით და ეს უნდა განხორციელდეს. არ უნდა დავიბნეთ და უკან არ უნდა დავიხიოთ, რადგან უკან გზა არ არსებობს, მხოლოდ წინ ჭეშმარიტებისა და თავისუფლებისკენ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“,– მიმართა საზოგადოებას სასულიერო პირმა.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები 53 ჟურნალისტს ორგანიზებულად გაუსწორდნენ, მათგან მხოლოდ ერთეულია დაკავებული, მათ შორის, ძალადობისთვის, მაგრამ არა ძალადობრივი აქტის ორგანიზებისთვის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S