Accentnews.ge
თამრიკო ჭოხონელიძე: „მათი სახით ანაფორის ქვეშ მოძალადე იმალება“

თამრიკო ჭოხონელიძე: „მათი სახით ანაფორის ქვეშ მოძალადე იმალება“

12/07/2021 15:31:57 საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე მედიის, წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, მოქალაქეებ კვლავ საპროტესტოდ შეიკრიბნენ. ტელეწარყვანმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ აქციები გაიმართემა მანამ, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან არ გადადგება.

საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად იმყოფება მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეც.

„დღეს რაც ხდება, ამან პოზიციების გარჩევა არ იცის. მე ვარ ქალი, რომელმაც შეძლებისდაგვარად გავზარდე ქვეყნის მოყვარული შვილები, ვზრდი შვილიშვილებს და მინდა, პროგრესულ ქვეყანაში იცხოვრონ“,– განაცხადა ჭოხონელიძემ.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ „ქვეყანაუფსკრულისკენ მიდის, დემოკრატიას ასამარებენ და მის მთავარ ხერხემალს – მედიას კლავენ“.

ის მაინც იტოვებს იმედს, რომ „გონიერება გაიმარჯვებს“.

„არ მაინტერესებს რა დასკვნას დადებენ დღეს! 5–ში არ სცემეს ლექსო? სულაც რომ გული გასკდომოდა ამ ემოციისგან, ის მათი აი, ამ ქმედების, ამ ვანდალიზმის შედეგი არ იქნებოდა? რა ვაჟკაცობაა ეს, რა გააკეთეს?“

ამასთან, მომღერალმა ის სასულიერო პირები გააკრიტიკა, რომლებიც ახალისებდნენ მოძალადეებს:

„ანაფორის ქვეშ მათი სახით მოძალადე იმალება. „სასულიერო პირი არ ირტყამდაო“– ასეთი წამქეზებელი როდესაც არის, ის დარტყმა არაა?“,– კითხულობს მომღერალი.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S