ნინო ჯანგირაშვილი საავადმყოფოშია
12/07/2021 13:25:56 საზოგადოება
ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტთან განვითარებული პროცესების დროს დაშავდა.
როგორც ჯანგირაშვილის ფეისბუქ პოსტიდან ირკვევა, მან ფეხი იღრძო.
"მადლობა პატრულს. პრინციპში, ფეხების დამტვრევას ვიმსახურებდი როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, მაგრამ მძიმე დაბეჟილობით და ნაღრძობით გადავრჩი" - წერს ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღის პირველ ნახევარში პარლამენტთან მობილიზებულმა პოლიციამ მედიამენეჯერები, რომლებსაც სპეციალური საშვი ქონდათ, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. ადგილზე შეხლა–შემოხლა იყო.


