Accentnews.ge
„ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა… ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის“ – ილია მეორე ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

„ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა… ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის“ – ილია მეორე ლექსო ლაშქარავას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

12/07/2021 12:16:56 საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ქალბატონ თინათინ კახიძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.

ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მითუმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება.

ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა. ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები, 5 ივლისის ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და შესაბამისად, ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას.

დღეს ღარიბაშვილმა მოთხოვნის ავტორებს ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალა უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S