Accentnews.ge
ენმ საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, პარტია მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას

ენმ საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, პარტია მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას

12/07/2021 11:15:51 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, პარტია მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ამასთან, მან მოქალაქეებს დღეს საღამოს 6 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

ოპოზიცია პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებს და მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე მუშაობას იწყებს.

ცნობისთვის: იმისათვის, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და ახალი მთავრობის არჩევა შეძლოს, 76 ხმა არის საჭირო. ოპოზიციას ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი ხმები არ აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S