Accentnews.ge
გრიგოლია – ღარიბაშვილს: "მოდი და დამიჭირე, თუ მაგარი ბიჭი ხარ!"

გრიგოლია – ღარიბაშვილს: "მოდი და დამიჭირე, თუ მაგარი ბიჭი ხარ!"

12/07/2021 10:03:05 საზოგადოება

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, დაიჭიროს ჟურნალისტი, თუ მიიჩნევს, რომ იგი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებს.

"ტრი-ტრის" კიდევ ერთხელ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე. შენ გემორჩილება ყველა. აიღე პასუხისმგებლობა. შენ ვის გაუბედე დღეს ირაკლი ღარიბაშვილო! მოგმართავ პირადად, ვის გაუბედე, რომ დაგვემუქრე! ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გვადანაშაულებ, როცა ჩვენ აქ გამოგვიყვანა ჩვენი კოლეგის ტრაგედიამ და თქვენს მიერ მოწყობილმა სპეცოპერაციამ. ირაკლი ღარიბაშვილი ნახავს, როგორი არის მედიის ძალა", – განაცხადა გრიგოლიამ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართულ აქციას "ანტისახელმწიფობერივს" უწოდებს და აცხადებს, რომ "ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, ყველა დაისჯება უმკაცრესად".

"ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მედიის წარმომადგენელია, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით, ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S