პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება დაიძაბა
12/07/2021 08:20:42 პოლიტიკა
პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება დაიძაბა. ჟურნალისტები და მედია მენეჯერები, ნიკა გვარამია, ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი, და ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ პარლამენტთან მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევენ.
"საშვები არის დაშვებული და არ გვიშვებენ, ამის უფლება არ აქვთ", – აცხადებს სანაია.
ჟურნალისტებთან შესახვედრად გამოვიდა დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც დაცვის წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს მიმართა, რომ როგორც დეპუტატს ჰქონდა ამ ადამიანების პარლამენტში შეყვანის უფლება, თუმცა ამის მიუხედავადაც, ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ამ დრომდე ვერ მოახერხეს.
ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოსთან მას შედეგ გადაინაცვლეს, რაც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დაგმეს და მოქალაქეებს 18:00 საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს.
ადგილზე ისმის სასტვენების ხმა.


