Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

12/07/2021 07:13:37 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 659 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 713 პირი გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 14 200 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 608, „პისიარ“ ტესტით – 7 592.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,87 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,24 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა,
  • აჭარა - 75,
  • იმერეთი - 37,
  • ქვემო ქართლი - 15,
  • შიდა ქართლი - 17,
  • გურია - 1,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26,
  • კახეთი - 29,
  • მცხეთა-მთიანეთი - 7,
  • სამცხე-ჯავახეთი - 11,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378 საიდანაც: 3 740 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 995, აჭარაში - 187, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში - 388, აჭარაში - 46, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პირი, მათგან თბილისში - 123, აჭარაში - 2, იმერეთში - 8. 902 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 655 - თბილისში, 242- აჭარაში. 7 736 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 447 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 997, პირი, აჭარაში - 785, იმერეთში - 1 036.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 939 პირი გამოჯანმრთელდა, 5 468 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 303 407 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 019.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S