Accentnews.ge
აშშ-ში ხანძრის კერები გაჩნდა, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

აშშ-ში ხანძრის კერები გაჩნდა, მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

12/07/2021 05:47:48 მსოფლიო

აშშ-ის დასავლეთ შტატებში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანძრის კერები გაჩნდა. შტატების ხელმძღვანელები მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

არიზონას შტატში ხანძრის ქრობის დროს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რასაც ორი მეხანძრე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ლას ვეგასში ტემპერატურამ 47.2 გრადუსს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ადგილობრივი მეხანძრეების ინფორმაციით, ჰაერი იმდენად მშრალია, რომ ვიდრე თვითმფრინავებიდან გაშვებული წყალი ხანძრის ადგილს მიაღწევს, მნიშვნელოვანი ნაწილი ჰაერშივე ორთქლდება.

ნევადის შტატში, კალიფორნიის საზღვართან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი მძვინვარებს ორეგონის შტატში, რომელიც კალიფორნიასთან დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზებს საფრთხეს უქმნის.

შტატ აიდაჰოს გუბერნატორმა, ბრედ ლითლმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ეროვნული გვარდიის მობილიზება დაიწყო. ხანძარი ასევე მძვინვარებს კანადაში, სადაც ქვეყნის ხელისუფლება ცეცხლის 300-მდე კერის შესახებ იუწყება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S