Accentnews.ge
"ლექსო საავადმყოფოდან გამოიპარა ხალათით და იქ მითხრა, „ეს საქმე ხომ უნდა მივიდეს ბოლომდეო" - გრიგოლია ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს

"ლექსო საავადმყოფოდან გამოიპარა ხალათით და იქ მითხრა, „ეს საქმე ხომ უნდა მივიდეს ბოლომდეო" - გრიგოლია ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს

11/07/2021 16:24:08 საზოგადოება

TV პირველის ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პირობა დადო, რომ ლექსო ლაშქარავას და ზოგადად, ძალადობის საქმესთან დაკავშირებით ბრძოლას "ბოლომდე მიიყვანს".

"ჩემი რელიგია მე რომ მიყვარს, ჩემი ეკლესია მე რომ მიყვარს, ძალადობას ემიჯნება, ძალადობას არ ქადაგებს. სირცხვილი ყველა იმ წვერიანს თუ უწვეროს, აი აქ [რუსთაველზე] სპეცოპერაციას რომ გვიტარებდნენ.

რამდენიმე დღის წინ "ტვ პირველში" შემოვარდნას რომ აპირებდნენ და ამის დასტური იყო იქ უეცრად მობილიზებული პოლიცია, ლექსო საავადმყოფოდან გამოიპარა ხალათით და იქ მითხრა: ეს საქმე ხომ უნდა მივიდეს ბოლომდეო, არ მაქვს ამ ქვეყანაში გამოძიების იმედიო, ხომ წავიღებთ სტრასბურგშიო?!

ახლა მე მინდა მკვდარ ლექსოს მივცე პირობა: ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს," - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ჟურნალისტები, ოპერატორები ადიან სცენაზე და აკაგებენ მიკროფონებსა და კამერებს ნიშნად სოლიდარობისა.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი კადრები, ან ძალადობის წამახალისებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S