Accentnews.ge
„ფსკერზე როგორ დაეცით?! – აქციაზე ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ

„ფსკერზე როგორ დაეცით?! – აქციაზე ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ

11/07/2021 15:27:32 საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სადაც მრავალფეროვანი საზოგადოებაა წარმოდგენილი, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა გაჟღერდა.

„ჟურნალისტები არასდროს ითხოვენ აპლოდისმენტებს, არც არის ეს მათი საქმე, მაგრამ ლექსოს დავუკრათ ტაში! ლექსო პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეეწირა, დაყრუებულმა ღარიბაშვილმა იქნებ გაიგოს, „მწვანე შუქი“ რომ აუნთო მოძალადეებს. იმ დღეს ხელისუფლებამ ქართული მედიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მოაწყო. არავინ ვართ ბრიყვები, დავიჯეროთ, რომ ეს შავრაზმელების მიერ იყო დაგეგმილი. მაშ სად იყო სპეცრაზმი, ტყვებს რომ ესვრის ხოლმე მოქალაქეებს?! სად იყო პოლიცია, თუ ეს თქვენი დაგეგმილი არ იყო? პირველად გამოვდივარ მიტინგზე, თქვე არაკაცებო! მეგონა, ისე მოვკვდებოდი, რომ ჩემს სათქმელს მხოლოდ მიკროფონიდან ვეტყოდი მაყურებელს. მეც არ მჯერა, ამდენი ხალხის წინაშე პოლიტიკური მოთხოვნით რომ გამოვდივარ – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! ასე ფსკერზე როგორ დაეცით, ჩვენს გარდაცვლილ კოლეგას რომ შეურაცხოფთ თქვენი ბრიფინგებით. არ გვაინტერესებს თქვენი ბრიფინგები, ექსპერტიზის დასკვნები – არ გავაშუქებთ!“.

ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ ეს ერთდღიანი ღონისძიება არ იქნება:

"ჟურნალისტები აქ მოვდიოდით, რომ გაგვეშუქებინა აქციები, ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენ ვატარებთ საპროტესტო აქციას და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არავინ იფიქროს რომ ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ პასუხს არ აგებენ მკვლელობისთვის".

ღარიბაშვილს გადადგომამდე ვადა 12 ივლისამდე მისცეს.

ჟურნალისტები მოითხოვენ, პასუხი აქგოს ყველამ, ვისაც მედიასთან ძალადობასთან ჰქონდა შეხება.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. ოფიციალური მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას 5 ივლისისთვის რუსთაველზე, ქაშუეთში პარაკლისზე მისვლისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარში“ რუსთაველზე არ გამართულა, ორგანიზებულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდან დაიწყეს – უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს, შედეგად, დაშავდა 53 ჟურნალისტი. მოძალადე ჯგუფებთან ერთად ფიქსირდებოდნენ სასულიერო პირები, მათ შორის, არსებობს ძალადობრივი მოწოდებების ამსახველი კადრები, ან ძალადობის წამახალისებელი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S