Accentnews.ge
"შსს, ეს რა იკადრეთ?!" - ირაკლი აბსნაძე

"შსს, ეს რა იკადრეთ?!" - ირაკლი აბსნაძე

11/07/2021 14:00:25 საზოგადოება

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ირაკლი აბსნაძე, გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო - ეს რა იკადრეთ, თქვენი... თინათინ ბერძენიშვილი, ვიცი, რომ შინაგანაწესს ვარღვევ და მომხსენი ეთერიდან, თუ ... გაქვს," - წერს ირაკლი აბსნაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.

შსს–მ დღევანდელ ბრიფინგზე, ისე, რომ ექსპერტიზა დასრულებული არაა, ახსენა ფონიჭალის დასახლება, სადაც შსს–ს მაღალჩინოსნის განცხადებით, ლაშქარავა გუშინ ორჯერ იმყოფებოდა და ამგვარად მიანიშნა საქმესთან ნარკოტიკების სავარაუდო შემხებლობაზე.

იხილეთ ასვეე: ლაშქარავას საქმე: რა ვერსიას განიხილავს შსს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S