ბელგიაში კორონარირუსის ორი შტამით ერთდროულად ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა
11/07/2021 10:37:05 საზოგადოება
ბელგიაში კორონავირუსის ორი შტამით ერთდროულად ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა, – იუწყება BBC.
მისივე ცნობით, 90 წლის ქალი ორი – ალფა (ბრიტანული) და ბეტა (სამხრეთ აფრიკული) შტამით ერთდროულად იყო ინფიცირებული. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული.
„სავარაუდოდ, ქალი შტამებით სხვადასხვა ადამიანებისგან დაინფიცირდა. იგი მარტო ცხოვრობდა, თუმცა უამრავი ადამიანი ზრუნავდა და ეხმარებოდა მას“,- აცხადებს Onze-Lieve-Vrouwziekenhuis-ის საავადმყოფოს წამყვანი მკვლევარი ენ ვანკირბერგენი.
ვირუსები გამუდმებით განიცდიან მუტაციებს და შედეგად ჩნდება ახალი შტამები. Covid-19-ის შემთხვევაშიც იგივე ხდება. ამჟამად ყველაზე საშიშად ე.წ. ინდური შტამი (დელტა) ითვლება, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე დომინირებს.
მეცნიერები მუშაობენ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებზე, რომლებიც, მათი თქმით, Covid-19-ის სხვადასხვა შტამების წინააღმდეგ არსებულ ვაქცინებზე უფრო ეფექტური იქნება.


