Accentnews.ge
"ორი სასულიერო პირი სცემდა ლექსო ლაშქარავას"

"ორი სასულიერო პირი სცემდა ლექსო ლაშქარავას"

11/07/2021 09:50:38 საზოგადოება

ბასილ კობახიძის პროფილი ბნელებმა დაბლოკეს დროებით, ამიტომ მისი სურვილით ვდებ მის ახალ განცხადებას - წერს "ფეისბუქზე" დეკანოზი ილია ჭიღლაძე და შემდეგი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს:

"ორი სასულიერო პირი სცემდა ლექსო ლაშქარავას, ერთი არის დიაკონი ნიკოლოზ კუპრეიშვილი აბაშიდან (მარჯვენა ფოტოზე), მეორეს სახელი თუ ვინმემ იცით, დაწერეთ (მარცხენა ფოტო). ორივე დღესვე უნდა დააკავოს პოლიციამ, როგორც დანარჩენი ანაფორიანი მოძალადეები, მათ შორის მეუფე იოანე გამრეკელი და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი" – ნათქვამია ბასილ კობახიის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ცხედარი დილით საწოლში დედამ იპოვა.

ცნობისთვის: ლაშქარავას 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იგი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ოფისში შეიჭრნენ.

როგორც მირანდა ბაღათურია ჰყვებოდა, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას:

“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო. ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო. მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს. 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”.

ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ბოლო დღეებში მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

"აქცენტი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და "ტვ პირველის" თანამშრომლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S