Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

11/07/2021 07:10:39 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 952 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 999 პირი გამოჯანმრთელდა, 9 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 20 281 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 658, „პისიარ“ ტესტით – 11 623.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,69 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,79 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,18 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 952 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 609 შემთხვევა,
  • აჭარა - 78,
  • იმერეთი - 65,
  • ქვემო ქართლი - 40,
  • შიდა ქართლი - 11,
  • გურია - 6,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24,
  • კახეთი - 70,
  • მცხეთა-მთიანეთი - 13,
  • სამცხე-ჯავახეთი - 21,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 448 საიდანაც: 3 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 169, იმერეთში - 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 716 პირი, მათ შორის, თბილისში - 374, აჭარაში - 46, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 126, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 660 - თბილისში, 242- აჭარაში. 8 069 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 98 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 18.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 940 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 205 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 865, პირი, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 045.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377 152 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 226 პირი გამოჯანმრთელდა, 5 452 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 302 388 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 096.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S