ფოთში 23 წლის კაცი დაჭრეს
11/07/2021 06:35:32 სამართალი
ფოთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, იგი მაღაზიიდან გამოდიოდა, როდესაც თავს დაესხნენ და ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრეს. ჯერ–ჯერობით უცნობია უძღოდა თუ არა მომხდარს სიტყვიერი დაპირისპირება.
დაჭრილი კაცი კლინიკა "სენამედში" გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


