Accentnews.ge
მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმაში კიდევ 4 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმაში კიდევ 4 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

11/07/2021 05:13:34 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლომ მედიასაშუალებების წარმომადგენლების – "ფორმულას" ჟურნალისტის რატი წვერავას და ფოტოგრაფ ვახო ქარელის, “იმედის” ოპერატორის შოთა კერვალიშვილის, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ თორნიკე მანდარიასა და ოპერატორის დათო ქორიძის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე დაკავებულები - გიორგი ნასყიდაშვილი, რომეო კეკუტია, გიორგი კახიანი და თედო ბურდული ბრალს არ აღიარებდენ. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატებმა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 2 სეექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნასა და ჯგუფურ ძალადობას.

ამ დროისთვის, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პატიმრობა აქვს შეფარდებული 19 ადამიანს. მათ შორის 16-ს ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავებიან, 3-ს – “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S