
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში ჩართვას განიხილავს
25/07/2019 10:22:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრ გიორგი ქობულია შესაძლოა, პოლიტიკაში ვიხილოთ.
როგორც მან BM.ge-ისთან ინტერვიუში განაცხადა, სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებთ საბოლო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ ძირითადი გეგმები საქართველოსაც უკავშირდება.
- სამი თვე გავიდა, რაც ეკონომიკის მინისტრი აღარ ხართ. თუ ჩამოყალიბდა, გიორგი ქობულია რისი კეთება უნდა?
- ჯერ ბოლომდე არ ჩამოვყალიბებულვარ; ისევ და ისევ ვარ განხილვაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულების, როგორც ჩემი საქმიანობის შემდგომი ნაბიჯის და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებებიდან ორი ძირითადი მიმართულება მაინც საქართველოს უკავშირდება.
- პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას, თქვენ არ გამორიცხეთ პოლიტიკური აქტივობაც... ყოველ შემთხვევაში, ღიად დატოვეთ ეს კითხვა. რჩება ეს დღის წერსიგში?
- დიახ, ეს რჩება ჩემს გეგმებში, რჩება ჩემს დღის წესრიგში, მაგრამ ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.
- რამდენად შესაძლებელია, რომ გიორგი ქობულია ვიხილოთ ოპოზციაში ან თუნდაც საზოგადოებრივ ფრონტზე? ხართ ალბათ საქმის კურსში, თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დაანონსა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა.
- ჯერჯერობით, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისგან. როგორც კი ჩამოვყალიბდები, ალბათ ეს ცნობილი გახდება და თქვენც დიდი სიამოვნებით მოგახსენებთ.