Accentnews.ge
ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი: "მართვით სუნთქვაზე მყოფ სამივე ჩვილთან მივაღწიეთ სტაბილურობას და არ მიდის გაუარესება"

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი: "მართვით სუნთქვაზე მყოფ სამივე ჩვილთან მივაღწიეთ სტაბილურობას და არ მიდის გაუარესება"

09/07/2021 16:50:33 საზოგადოება

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, საავადმყოფოში მყოფი 3 კოვიდ–ინფიცირებული ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

"3 მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვიდან, როგორც აქამდე იყო ცნობილი, ერთ ჩვილს ე.წ. ინდური შტამი (დელტა), ხოლო მეორეს ე.წ. ბრიტანული შტამი (ალფა) აქვს, მესამე ჩვილთან დაკავშირებით კი კვლევის პასუხები ჯერ კიდევ არაა მიღებული, თუმცა მასთან ე.წ. ინდური შტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არაა მკვეთრად გამოხატული. მივაღწიეთ სტაბილურობას და არ მიდის გაუარესება. სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. სამივე ახალშობილის ანამნეზს თუ გადავხედავთ, არაა დატვირთული ანამნეზი და ვერ დავაბრალებთ, რომ თანმხლები ან ქრონიკული დაავადების გამოა მძიმე მდგომაროება", – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 65 კოვიდ–ინფიცირებული ბავშვია, მათგან 25 ორ თვემდე ჩვილია.

"ამ ეტაპზე ჰიბრიდული სისტემით 135 საწოლია გამოყოფილი კოვიდ–პაციენტებისთვის, თუმცა კლინიკაში მთლიანობაში 175 საწოლია, რომელიც შესაძლებელია, სრულად კოვიდ–პაციენტების მომსახურებაზე გადავიდეს. ამჟამად 50%-ია დატვირთული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეანიმაცია აქვს ჩვენს კლინიკას ბავშვთა მიმართულებით", – აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა იმ რეკომენდაციებზეც ისაუბრა, რომლებიც მშობლებმა უნდა დაიცვან იმისთვის, რომ ბავშვების კოვიდინფიცირება იქნას თავიდან აცილებული:

„არ იქნება ბანალური თუ კიდევ გავიმეორებ, ჩვენთან ვაქცინაცია 18 წელზე ზევით არის დაწყებული, ამ ასაკიც ბავშვებზე არა. ერთადერთი რაც უნდა იცოდნენ მშობლებმა, თუ თავის შვილზე უნდათ მოფრთხილება, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ იყვნენ ვაქცინირებული, იხმარონ პირბადე და თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე ურთიერთობისგან, ესაა ქორწილი, ქელეხი და ასე შემდეგ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S