Accentnews.ge
NCDC-ს თანამშრომელი კორონავირუსით დაიღუპა

NCDC-ს თანამშრომელი კორონავირუსით დაიღუპა

09/07/2021 15:00:37 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ფილაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ცენტრი ავრცელებს.

მისი ცნობით, თამარ ფილაური ათწლეულების განმავლობაში სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე მუშაობდა .

“დიდი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. კოვიდით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ფილაური.

თამარ ფილაურმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა ჯანდაცვის სტატისტიკის სამსახურში. ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე”, — აცხადებენ NCDC-ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S