Accentnews.ge
ზელენსკი მერკელს 12 ივლისს შეხვდება

ზელენსკი მერკელს 12 ივლისს შეხვდება

09/07/2021 13:50:06 მსოფლიო

12 ივლისს ბერლინში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება.

როგორც გერმანიის მთავრობის პრეს–სპიკერმა, შტაფენ ზაიბერტმა განაცხადა, მოლაპარაკებების დროს საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს, დონბასისა და მინსკის შეთანხმებების შესრულებას, ასევე რუსეთთან ურთიერთობებსა და „ჩრდილოეთ ნაკად 2-ს“ შეეხება.

12 ივლისს უკრაინის ლიდერი ასევე გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S