გამყრელიძე განმარტავს, განიხილება თუ არა ახალი შეზღუდვები
09/07/2021 13:06:32 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვები არ დაწესდება, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება და რეკომენდაციებს დაიცავს.
"თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით, არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვები დაწესება, მაგრამ თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზარდა, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს საბჭოზე”,- აცხადებს გამყრელიძე.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება – ინფიცირების ახალი შემთხვევები იმატებს.
"სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. ეს გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით: პირველი გახლავთ ის, რომ სერიოზულად შემსუბუქდა რეგულაციები და ამ რეკომენდაციების დაცვა არ მიდის ისე, როგორც საჭიროა. უგულებელყოფილია ბევრ ადგილას პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა. გახშირდა სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები. გარდა ამისა, ევროპაში უკვე სერიოზულად ცირკულირებს სხვადასხვა შტამი, მათ შორის – იმატებს დელტა შტამის ცირკულაცია და ყველაფერი ეს იწვევს იმას, რომ ეპიდსიტუაცია, რომელიც მცირდებოდა მაისის შუა რიცხვებიდან, ბოლო ერთი კვირაა, ერთ დონეზეა და არის მატების ტენდენცია", - ამბობს გამყრელიძე.
9 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის „კომენდანტის საათი“ მოხსნილია, მოიხსნა ღია სივრცეშ პირადის ტერების ვალდებულებაც.


