Accentnews.ge
„ეს ინვესტორებისთვის ჩამორჩენილობის და გაუნათლებლობის მესიჯია“

„ეს ინვესტორებისთვის ჩამორჩენილობის და გაუნათლებლობის მესიჯია“

09/07/2021 10:27:33 ეკონომიკა

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ თბილისში 5-6 ივლისს აგრესიული ჯგუფების მიერ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობას, პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტს, ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯას, ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

ინფორმაციისთვის: ჭყონია 6 ილისს სოლიდარობის აქციას შეუერთდა.

„ინვესტორები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ორიენტაციისაც კი. ამიტომ, როდესაც ინვესტორს მოვიწვევთ, ორიენტაციაც უნდა ვკითხოთ, “მეგბარო, ბევრი ფული რომ გაქვს, რა ორიენტაციის ხარ?“ იმიტომ, რომ შეიძლება, ფული მოგვეწონს და ორიანტაცია არა. ამიტომ, არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რას ვირჩევთ – ეკონომიკას, თუ ორიენტაციას? საბაჟოზე უნდა დავაყენო ცალკეული მებაჟე, რომელიც შეამოწმებს, რა ორიენტაციის ტურისტი შემოდის. ჩვენ რა გვინდა, უდა გავიგოთ! ეს რა ჩვენ საქმეა? რას ვებრძით, რისთვის?

ეს ინვესტორებისთვის ჩამორჩენილობის და გაუნათლებლობის მესიჯია. ეს არ არის აგრესიულობა. სჯობს, იყო აგრესიული, ვიდრე - ჩამორჩენილი. ეს არის ჩამორჩენილი მენტალიტეტის ქვეყანა...“, - განაცხადა ბიზნესმენმა თემის კომენტირებისას.

ჭყონია პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრბს: „ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში აგრესიული ჯგუფები არსებობენ... რა რაოდენობით არიან ისინი? მაგალითად, 2-ჯერ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა, ვინ ჩამოხსნა და შეიძლება თუ არა ეს განმეორდეს? მივეჩვიეთ მომხდარის დაფიქსირებას და სახელმწიფო ტრაბახობს იმით, რომ მომხდარის ანალიზს აკეთებს. როგორც საქართველოს მოქალაქეს, მე არ მაინტერესებს ანალიზი, მე მაინტერესებს პრევენცია, რომ აღარ მოხდეს ეს, თორემ მომხდარის დამნაშავის ძებნა, ჩემს ინტერესებში არ არის. მაინტერესებს, დროშა აღარ ჩამოხსნან და აღარ სცემონ ახალგაზრდა ჟურნალისტები - გოგოებს ურტყამენ თავში და ჩვენ ამას ვაფიქსირებთ და ვგმობთ... რას ვგმობთ?! რა დროს დაგმობაა?!

როდესაც ვსაუბრობთ, რომ პრევენცია არ კეთდება და მომხდარს ვაფიქსირებთ, ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი უსუსურობაა. უნდა ვიცოდეთ - რამდენია რადიკალურად განწყობილი ადამიანი, ვის შეუძლია დროშის ჩამოხსნა, ვის შეუძლია ადამიანის მოკვლა. თუ პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერებს ვაკეთებთ და ამ მანიპულაციებით ხმებს ვიპოვებთ.. ეს ინფორმაცია გამოაქვეყნეთ, მე ხომ უნდა ვიცოდე, რამდენი რადიკალი შეიძლება, იყოს ქუჩაში?!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S