რუსეთში მანდატურმა თავი სასამართლოში მოიკლა
09/07/2021 10:09:42 მსოფლიო
მოსკოვის დასავლეთ ნაწილში მდებარე ხოროშევკის რაიონულ სასამართლოში, რუსეთის მანდატურის ფედერალური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა.
მედია წერს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით საფეთქელში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი შენობის საპირფარეშოში იპოვეს.
მუშაობის სამი წლის სტაჟის მქონე 26 წლის მანდატური საკადრო რეზერვში იმყოფებოდა.
თვითმკვლელობის დეტალები უცნობია.


