Accentnews.ge
Euronews საქართველოში შემოდის

Euronews საქართველოში შემოდის

25/07/2019 09:23:39 სხვა, საზოგადოება, რეკლამა

ევრონიუსი და სილქნეტი, საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანია, ხელს აწერენ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოში „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. „ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა.

ევრონიუსი - ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხი - ასრულებს მოლაპარაკებებს სილქნეტთან ევრონიუსის მესამე ფრენჩაიზინგის პროექტის, „ევრონიუს საქართველოს“, დაფუძნების თაობაზე. ამას წინ უძღოდა 2018 წლის ნოემბერში ალბანეთში „ევრონიუს ალბანეთის“ და გასულ კვირას დაანონსებული „ევრონიუს სერბეთის“ დაფუძნება.

აღნიშნული ფრენჩაზინგის პროექტები, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე მოლაპარაკებები, ემსახურება ევრონიუსის სტრატეგიულ გეგმას, გახდეს მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური“ მედია. ევრონიუსი განაგრძობს ზრდას გლობალური მედია-არხის სახით, რომელიც თავის მაყურებელს სთავაზობს ადგილობრივი აუდიტორიების მოთხოვნაზე მორგებულ კონტენტს.

IPTV ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტელევიზიის, სილქ TV-ს, მეშვეობით სილქნეტი მომხმარებელს აწვდის როგორც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად სპორტულ, შემეცნებით, საინფორმაციო და გასართობ არხებს, ასევე საკუთარ არხებსაც. ევრონიუსსა და სილქნეტს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, სილქნეტს შეემატება „ევრონიუს საქართველო“, ახალი მედია, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება ევრონიუსის ბრენდის მაღალ ცნობადობასა და რეპუტაცასთან.

ევრონიუსის მაუწყებლობა სარგებლობს უმაღლეს სტანდარტებზე დაფუძნებული მიუკერძოებელი საინფორმაციო მედიის სოლიდური რეპუტაციით. მისი “All Views“ სარედაქციო პოლიტიკა განსაზღვრავს ევრონიუსის, როგორც სანდო და დამოუკიდებელი მედიის, საყოველთაო აღიარებას.

სილქნეტის სახით ევრონიუსმა შეიძინა საიმედო პარტნიორი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევრონიუსის რეპუტაციის დაცვას და გამყარებას. თავის მხრივ, ევრონიუსი უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს რა ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს და დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს და დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომელიც თანხვედრაშია მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (როგორიცაა სარედაქციო პოლიტიკის

დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მედიის სხვა უმთავრესი ღირებულებები).

„ევრონიუს საქართველო“ მოახდენს ევრონიუსის კონტენტის ტრანსლირებას ადგილობრივი, ქართული მედია-კონტენტის პარალელურად. კერძოდ, „ევრონიუს საქართველო“ გამოიყენებს ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს. ამასთან, ევრონიუსი გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს, რომელიც მედიის მხრიდან მზარდი დაინტერესების რეგიონში შეიქმნება.

აღმოსავლეთის და დასავლეთის სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის მაჩვენებლით (6th in the World Bank’s ‘Ease of Doing Business’ index). საქართველოს აქვს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსი და მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მზარდი ინტერესით სარგებლობს.

მაიკლ პიტერსი, ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი: „გასულ კვირას „ევრონიუს სერბეთის“ და რამდენიმე თვის წინ „ევრონიუს ალბანეთის“ დაარსების კვალდაკვალ, მოხარული ვართ, განვაცხადოთ სილქნეტთან „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ. ევრონიუსში ჩვენ 100%-იანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. ევრონიუსი დაარსდა 1993 წელს და დაარსების დღიდან სარგებლობს დამოუკიდებელი მედიის აღიარებით. მოუთმენლად ველით სილქნეტთან ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას, რომ წარმოვადგინოთ ახალი მაღალი ხარისხის მედია, რომელიც საქართველოს მაყურებელს მიაწვდის საერთაშორისო ახალ ამბებს ადგილობრივ სიახლეებთან ერთად“.

გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „საქართველოში ევრონიუსის პარტნიორი სილქნეტი იქნება. ამ პარტნიორობის მიზნია ევრონიუს საქართველოს შექმნა. ეს იქნება დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი, რომელიც მაუწყებლობას ქართულ ენაზე წარმართავს.

ევრონიუსთან პარტნიორობა ჩვენთვის დიდი პატივია, მაგრამ ასევე დიდი პასუხისმგებლობაც. ეს პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას. ევრონიუსის პრინციპია გააჟღეროს ყველა თვალსაზრისი, ყველა ხმა - All Views, All Voices, All Welcome - რაც, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრირების გზაზე. დღეს სილქნეტი არის მაღალტექნოლოგიური კომპანია, რომელიც საქართველოს მომხმარებელს სატელეკომინილკაციო სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. და ახლა უმაღლესი სტანდარტების საერთაშორისო საინფორმაციო კონტენტი დაემატება, ევრონიუსის სახით, რომელიც ევროპული პერსპექტივით დანახულ მსოფლიოს ახალ ამბებს აშუქებს. ვიმედოვნებ, რომ ეს წამოწყებაც წარმატებული იქნება.“.

სილქნეტი ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს მობილურ მომსახურებას 4.5 ქსელით და სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, ისეთს როგორიცაა ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი.

ევრონიუსი ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომლის წვდომა მნიშვნელოვნად მაღალია კონკურენტებთან შედარებით. ევრონიუსი მაუწყებლობს 160 ქვეყანაში და ყოველთვიურად თითქმის 400 მილიონ ოჯახს და 135 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას (www.globalwebindex.com).

ევრონიუსის შესახებ

ევრონიუსი, ევროპის წამყვანი ახალი ამბების არხი, მაყურებელს უქმნის ყველა საშუალებას მოვლენებზე საკუთარი აზრის ფორმირებისთვის. ევრონიუსი უაპელაციოდ მიუკერძოებელია და ორიენტირებულია მაყურებლისთვის განსხვავებული და მრავალფეროვანი პოზიციების მიწოდებაზე. ჩვენი დაპირება მაყურებლისა თუ სტუმრების მიმართ უცვლელია: „გავაჟღეროთ ყველა თვალსაზრისი, ყველა ხმა“.

ევრონიუსი 1993 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაარსდა და დაარსების დღიდან მსოფლიოს 160 ქვეყანაში 400 მილიონამდე ოჯახს აწვდის სანდო ინფორმაციას ობიექტური და სიღრმისეული პოზიციიდან. ევროპის ყველა სხვა მაუწყებელთან შედარებით ევრონიუსის მაყურებელზე წვდომა გაცილებით მაღალია.

2017 წელს, ევრონიუსმა შეცვალა მაუწყებლობის მოდელი და დააარსა 12 სხვადასხვა სარედაქციო პლატფორმა, რითაც გახდა მსოფლიოს პირველი „გლობალურ-ლოკალური“ საინფორმაციო ბრენდი. ამ სარედაქციო პლატფორმების მეშვეობით ევრონიუსი განსხვავებულ აუდიტორიას მათზე მორგებულ კონტენტს აწვდის.

30-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების 500 ჟურნალისტისგან შემდგარი ევრონიუსის 12 რედაქციის გუნდი მსოფლიოს 24/7 რეჟიმში აწვდის ახალ ამბებს არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, სპარსულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ და თურქულ ენებზე.

2016 წელს ევრონიუს ჯგუფმა დააარსა შვილობილი კომპანია, პირველი პან-აფრიკული მრავალენოვანი დამოუკიდებელი საინფორმაციო ფილიალი, „აფრიკანიუსი“. კონგოს რესპუბლიკში 15 სხვადასხვა ეროვნების 85 პროფესიონალი უწყვეტად უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ინგლისურ და ფრანგულ ენებზე პონტე ნუარიდან.

2017 წლიდან ევრონიუსის პარტნიორი გახდა კომპანია NBC News, რომელმაც არხის 25%- იანი წილი შეიძინა და განახორციელა მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიცია, რაც ემსახურებოდა ევრონიუსის მაუწყებლობის გაფართოებას და ახალი პროგრამების შექმნას. www.euronews.com www.africanews.com

სილქნეტის შესახებ

სილქნეტი ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, ისეთს, როგორიცაა ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი.

სილქნეტი შეფასებულია B1/სტაბილური მუდისის (Moody’s) და B+/სტაბილური ფიჩის (Fitch Ratings) რეიტინგებით.

სილქნეტი ფართო სააბონენტო ბაზას მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით:

• 1.75 მილიონი მობილური ქსელის აბონენტი

• 287,000 ფიქსირებული ქსელის აბონენტი

• 281,000 ფიქსირებული ბროუდბენდის აბონენტი

• 233,000 ფასიანი ტელევიზიის მომხმარებელი

(მონაცემები წარმოდგენილია 31/03/2019 მდგომარეობით, წყარო: საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისია)

სილქნეტი კავკასიის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ჯგუფის, სილქ როუდ ჯგუფის, წევრი კომპანიაა. http://www.silknet.com/

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S