Accentnews.ge
"თალიბანთან" ლავროვის კავშირის გამო რუსეთში მმართველი პარტიის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვენ

"თალიბანთან" ლავროვის კავშირის გამო რუსეთში მმართველი პარტიის არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვენ

09/07/2021 09:27:02 მსოფლიო

რუსეთის ოპოზიციური გაერთიანება «Яблоко»-ს წარმომადგენელმა, უფლებადამცველმა მარინა ლიტვინოვიჩმა ქვეყნის ცსკ-ს მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" საარჩევნო სიის რეგისტრაციაზე უარის თქმა მოსთხოვა. საფუძვლად დასახელებულია ფედერალური სიის ერთ-ერთი წევრის - საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კავშირი რუსეთში ტერორისტულად გამოცხადებულ, აკრძალულ ორგანიზაცია "თალიბანთან".

"ცსკ-ს საჩივრით მივმართე, რომელშიც ვითხოვ, უარი ეთქვას მმართველ პარტიას მისი საარჩევნო სიის არსებული შემადგენლობით რეგისტრაციაზე. მიზეზი მასში სერგეი ლავროვის არსებობაა, რომელიც არაერთგზის შეჰხვედრია რუსეთში აკრძალული ორგანიზაცია "თალიბანის" წარმომადგენლებს. ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, მსგავს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ამგვარად, სერგეი ლავროვი, როგორც მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" ფედერალური სიის წევრი, კავშირშია ორგანიზაცია "თალიბანის" მოქმედებასთან, რომელიც რუსეთში ტერორისტულად არის გამიცხადებული. ლავროვი თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან მანამდეც და არ შეუწყვეტია ეს თანამშრომლობა "თალიბანის" ტერორისტულად გამოცხადების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" ფედერალური სია, რომელიც ცსკ-ს წარედგინა, არსებული შემადგენლობით ვერ დამტკიცდება», – განმარტავს ლიტვინოვიჩი და პარტიის საარჩევნო სიის რეგისტრაციის უარყოფას მოითხოვს.

როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, მსგავსი გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება იქიდან გამომდინარეც, რომ იმავე საფუძვლით გასულ კვირას არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს პოლიტიკოსებს ოლეგ სტეპანოვსა და ილია იაშინს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-საიტზე განთავსდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი ავღანეთის საკითხებში ზამირ ქაბულოვი "თალიბების მოძრაობის პოლიტიკური ოფისის დელეგაციას" შეხვდა და კონსულტაციები გამართა. საუბარია რუსეთში ოფიციალურად აკრძალულ და ტერორისტულად გამოცხადებულ ორგანიზაცია "თალიბანზე", რომელიც ამჟამად ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს: კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, იკავებს დასახლებულ პუნქტებსა და ტაჯიკეთთან საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ "დიპლომატიური შეხვედრის დროს მხარეებმა ავღანელთაშორისი მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივები" განიხილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S