Accentnews.ge
ტარიელ ნაკაიძე: "ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეებს, თუნდაც ეს საპატრიარქო იყოს"

ტარიელ ნაკაიძე: "ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეებს, თუნდაც ეს საპატრიარქო იყოს"

09/07/2021 07:25:31 საზოგადოება

დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეებს, თუნდაც ეს საპატრიარქო იყოს"

"მინდა, გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას ზღვარზე.

პრორუსული და პროპუტინისტური ძალების გაძლიერება, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების წიაღში, ძალიან სახიფათო მოვლენად მიმაჩნია. ასევე, ამ დღეებში, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ საქართველოს პარლამენტის ოპოზიციიდან თუ უმრავლესობიდან გამოხატა მხარდაჭერა იმ ფსევდო-რელიგიური ორგანიზაციებისადმი, რომლებიც ჩართული არიან რუსული ინტერესების გატარებაში.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეებს, თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო.

მინდა, პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივი ქმედებებისა თუ მოწოდებების მიმართ ღია და კონკრეტული პროტესტის არ ქონა დიდი საფრთხის მატარებელია. არა ნაკლებ იმ ძალადობისა, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ. კოლეგებო, ჩვენი ვალია, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ, ჩვენ გვეკისრება დიდი პასუხისმგებლობა.

ღიად და მკაფიოდ უნდა გავემიჯნოთ ამ შავრაზმელთა ბანდებს, თუნდაც ის წარმოადგენდეს რომელიმე რელიგიურ ინსტიტუტს.

იმის შიში, რომ საპატრიარქოს კრიტიკით, ხმებს დაკარგავთ - გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ვდგავართ არა პრივილეგირებული ორგანიზაციების, არამედ ადამიანის უფლებების დასაცავად.

სამშობლოს დაკარგვას ხმების დაკარგვა ამჯობინეთ.

ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა იმ საშიშროებისგან, რომელსაც დღევანდელობა უქადის", – წერს ნაკაიძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S