Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

09/07/2021 06:51:35 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 108 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 714 პირი გამოჯანმრთელდა, 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 23 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 758, „პისიარ“ ტესტით – 10 137.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64%, ბოლო 14 დღის – 3,47%, ბოლო 7 დღის – 3,89%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 673 შემთხვევა,
  • აჭარა - 74,
  • იმერეთი - 75,
  • ქვემო ქართლი - 52,
  • შიდა ქართლი - 31,
  • გურია - 11,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48,
  • კახეთი - 86,
  • მცხეთა-მთიანეთი - 29,
  • სამცხე-ჯავახეთი - 13,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 585 საიდანაც: 3 285 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 942, აჭარაში - 152, იმერეთში - 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 691 პირი, მათ შორის, თბილისში - 358, აჭარაში - 40, იმერეთში -156. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში - 120, აჭარაში - 4, იმერეთში - 12. 936 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 727 - თბილისში, 204- აჭარაში. 7 364 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 64, ხოლო აჭარაში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 932 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 993 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 784, პირი, აჭარაში - 676, იმერეთში - 1 045.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 374 836 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 357 804 პირი გამოჯანმრთელდა, 5 421 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 289 399 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 598.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S