
"აშშ ავღანეთს 31 აგვისტოსთვის დატოვებს"
09/07/2021 06:22:15 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ავღანეთს 31 აგვისტოსთვის დატოვებს.
მისი თქმით, ახლა ავღანელებმა უნდა დაიცვან თავისი ქვეყანა.
"მარტო ავღანელებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი. ეს მხოლოდ ავღანელი ხალხის უფლება და პასუხისმგებლობაა გადაწყვიტოს მათი მომავალი და როგორ უნდათ თავიანთი ქვეყნის მართვა", - თქვა ბაიდენმა.
მანამდე, ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ ამერიკული კონტინგენტი ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებდა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, პენტაგონის მონაცემებით, გამოსვლა ისეთი ტემპებით მიმდინარეობს, რომ ისინი ქვეყანას 31 აგვისტოსთვის დატოვებენ.