
„ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს
09/07/2021 05:32:18 მსოფლიო
„ფაიზერი“ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აცრიდან ექვს თვეში კორონავირუსით ინფექციის რისკი კვლავ იზრდება. ამასთან, საშიშროებას ქმნის ე.წ. ინდური შტამი (დელტა).
"ჩვენი ვაქცინა დელტას წინააღმდეგ ეფექტურია, თუმცა აცრიდან ექვს თვეში არსებობს რეინფექციის საფრთხე, რადგან ანტისხეულები იკლებს“, – განაცხადეს „ფაიზერში“.
„ფაიზერის“ სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიკაელ დოლსტენი აცხადებს, რომ ისრაელში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ვირუსით იანვარსა და თებერვალში აცრილი მოქალაქეთა ნაწილი კვლავ ინფიცირდება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინების ეფექტურობა ივნისში 64%-ს შეადგენდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისრაელში ჩატარებული კვლევის შედეგებს ისინი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ.