კანადა არავაქცინირებულ უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში არ შეუშვებს
09/07/2021 05:30:57 მსოფლიო
უცხოელ ტურისტებს, რომლებსაც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, კანადაში შესვლის უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ექნებათ, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
„ეს შეზღუდვა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ იმოქმედებს. არ გვსურს, საფრთხე დაემუქროს იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია", – განაცხადა პრემიერმა.
5 ივლისიდან კანადამ სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის კარანტინის ვალდებულება გააუქმა, მაგრამ უცხოელებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე არააუცილებელი მოგზაურობა ჯერ–ჯერობით ნებადართული არ არის.
ბოლო მონაცემებით, კანადაში 12 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების 78% -ს კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიღებული აქვს, სრულად ვაქცინირებული კი ამ ასაკობრივი ჯგუფში შემავალი მოსახლეობის 44%-ია.


