ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მაყურებელი არ დაიშვება
08/07/2021 21:26:56 მსოფლიო
ოლიმპიურ თამაშებს ტოკიოში მაყურებლები არ დაესწრებიან - ამის შესახებ ორგანიზატორებმა განაცხადეს.
გადაწყვეტილება იაპონიაში კორონავირუსის გავრცელების მაღალ დონეს უკავშირდება, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდა.
მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებდნენ, რომ თამაშების მაყურებლების დასწრებით ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა პრემიერ–მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ ვირუსის დელტა შტამის გავრცელების მაღალი დონის გამო აუცილებელი გახდა პრევენციული ზომების მიღება.
ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დასრულდება.


