Accentnews.ge
ბოლო ორ დღეში საქართველოში მეშვიდე მიწისძვრა მოხდა

ბოლო ორ დღეში საქართველოში მეშვიდე მიწისძვრა მოხდა

08/07/2021 19:50:26 რეგიონები, საზოგადოება

ბოლო ორ დღეში საქართველოში, დმანისთან მეშვიდე მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, ბიძგები დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ სამებასთან 23:22 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3,4 მაგნიტუდა შეადგინა.

უკანასკნელ 6 შემთხვევაში მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 – 3.8 მაგნიტურის ფარგლებში მერყეობდა.

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ჯავახეთის ვულკანურ ქედზე 38 დღეში 1 115 მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგი შესაბამის რუკასაც აქვეყნებს:

„ეს არის ბოლო 1 თვისა და 8 დღის განმავლობაში ჯავახეთის ვულკანურ ქედზე მომხდარი 1 115 მიწისძვრის ეპიცენტრის რუკა. ორი გააქტიურებული კერაა ქედზე დმანისთან და სომხეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს. ფერები მაგნიტუდის მიხედვითაა. პატარა მიწისძვრებია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S