
"წავიდნენ ევროპაში, იყიდეს ძვირადღირებული მათრახი და ყოველდღე ზურგში ირტყამენ"
25/07/2019 08:10:32 ციტატა
"წავიდნენ ევროპაში, იყიდეს ყველაზე ძვირადღირებული მათრახი და ყოველდღე ზურგში ირტყამენ და რაც მთავარია, სიამოვნებთ. მათ შეიქმნეს დამატებითი პრობლემები, რომ თქვენი ხელფასების გადახდაც ეხლა მათი თავისტკივილია. დანარჩენი ყველაფერი იგივენაირად დარჩა. რას მოიმოქმედებს ხელისუფლება ეხლა, ეს სხვა საკითხია. გასაგებია, რომ რაღაც ეტაპზე მათ უმტყუვნებთ ნერვები, გასაგებია, რომ დიდ კაბელს იპოვის ქიბარ ხალვაში და გამოაძრობს, ყველაზე მსხვილ კაბელს. მთავარია ეს კაბელი რას უერთდება მერე და რა მოხდება ამის შემდეგ”.
აცხადებს "რუსთავი 2"–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.