საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
08/07/2021 10:21:24 საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ისევ საქართველო-სომხეთის სასაზღვრთან, სოფელი სამება იყო.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 14:03 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.5 (ML) მაგნიტუდა იყო.
ბოლო 2 დღეა, სოფელ სამებასთან 5 მიწისძვრა მოხდა.


