Accentnews.ge
ექიმის მაქსიმალური ხელფასი 46 505 ლარია, მინიმალური - 389

ექიმის მაქსიმალური ხელფასი 46 505 ლარია, მინიმალური - 389

08/07/2021 10:09:33 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ექიმის მაქსიმალური ხელფასი 46 505 ლარია, მინიმალური - 389.

მისი ცნობით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ექიმი პლასტიკური და რეკონსტრუქციის ქირურგიაშია დასაქმებული და ყოველთვიურად 46 505 ლარს იღებს. ამ დარგში ყველაზე დაბალი ხელფასი 527 ლარია, საშუალო ხელფასი კი 10 642 ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალანაზღაურებადია კლინიკური ტოქსიკოლოგია, სადაც საშუალო ხელფასი 2 934 ლარია; მინიმალური ხელფასი 389 ლარია, მაქსიმალური – 13 993 ლარი.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ექიმების სახელფასო არეალის გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ არსებობს ძალიან დიდი დისბალანსი, არამხოლოდ სხვადასხვა პროფილის, არამედ ერთი პროფილის ექიმებშიც“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრი ტიკარაძე ექიმების ხელფასების უთანასწორობაზე საუბრობს. 28 აპრილს მან განაცხდა, რომ საქართველოში ექიმების არ არის „სიმეტრიული“ და ზოგიერთი ექიმის თვიური შემოსავალი 300 ლარს შეადგენს, ზოგიერთის კი 120 000 ლარია, რაც, მისი თქმით, უსამართლოა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S