Accentnews.ge
ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა

ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა

08/07/2021 09:20:05 მსოფლიო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში 13 ივლისიდან შევა და 22 აგვისტომდე იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ოლიმპიური თამაშები იმართება. მანამდე, მსოფლიო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩაეტარებინათ.

ბოლო დღე-ღამეში ტოკიოში კოვიდ–ინფიცირების 896 შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S