"პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან ე.წ. ინდური შტამი ბრიტანულს მთლიანად ჩაანაცვლებს"
08/07/2021 08:20:28 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად ე.წ ინდური შტამის (დელტა) 52 შემთხვევაა დადასტურებული და კიდევ გრძელდება მსგავს შემთხვევებზე კვლევა.
მისი თქმით, დელტა აგვისტოს ბოლოს სხვა შტამებს ჩაანაცვლებს.
"პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს დელტა მთლიანად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია. დღეს მთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.


