ტრამპი Twitter-ს Google-სა და Facebook-ს სასამართლოში უჩივის
08/07/2021 07:27:26 მსოფლიო
შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Google-ს Twitter-სა და Facebook-ს სასამართლოში უჩივის. იგი სოციალურ ქსელებს ცენზურაში ადანაშაულებს.
სარჩელისთვის ჯერ–ჯერობით არც ერთი კომპანია არ გამოხმაურებია.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, დონალდ ტრამპმა Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რის შემდეგაც Facebook-მა და Instagram-მა ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა. ტრამპს ანგარიშზე წვდომა შეუჩერა YouTube-მაც.
9 იანვარს სოციალურმა ქსელმა Twitter-მა დონალდ ტრამპის პლატფორმა სამუდამოდ წაშალა.


