Accentnews.ge
სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი პოლიციას ჩაბარდა

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი პოლიციას ჩაბარდა

08/07/2021 07:24:02 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა პოლიციას ჩაბარდა.

მას პოლიციაში გამოცხადების ვადა წუხელ, ღამის 12:00 საათზე ეწურებოდა.

ჯეიკობ ზუმას სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოჩენის გამო, რამდენიმე დღის წინ 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება მიმდინარე წლის თებერვალში კორუფციის საქმესთან დაკავშირებულ დაკითხვას, რომელზეც ყოფილი პრეზიდენტი არ გამოცხადდა. სამართალდამცავები მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის ფაქტებს იძიებენ, რომელიც ზუმას ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2009 წლიდან 2018 წლამდეა ჩადენილი. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S