Accentnews.ge
ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა

08/07/2021 06:32:46 მსოფლიო

ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაშავდა, - იუწყება CNN.

მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში ბაზის მიმართულებით 14 რაკეტა გაუშვეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არავის აუღია.

აღსანიშნავია, რომ ერაყის გასამხედროებულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე დღის წინ სამაგიეროს გადახდის პირობა დადეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ერაყი-სირიის საზღვარზე განხორციელებულ ავიაიერიშს მათი ოთხი წევრი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S