Microsoft Windows-ის მომხმარებლებს სისტემის განახლებისკენ მოუწოდებს
08/07/2021 05:36:23 მსოფლიო
Microsoft Windows-ის მომხმარებლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააყენონ განახლება მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების მკვლევარებმა ოპერაციულ სისტემაში სერიოზული ხარვეზი აღმოაჩინეს, -იუწყება CNN.
უსაფრთხოების ხარვეზი, რომელიც ცნობილია, როგორც PrintNightmare, გავლენას ახდენს Windows Print Spooler სერვისზე.
კიბერუსაფრთხოების კომპანია Sangfor-ის მკვლევარებმა მაისში „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც აცხადებდნენ, რომ აღმოაჩინეს ხარვეზი Print Spooler-ში, რომელიც პრინტერთან წვდომის საშუალებას მრავალ მომხმარებელს აძლევს. შემდეგ კი მათ შეცდომით გამოაქვეყნეს კონცეფციის მტკიცებულება და მიუხედავად იმისა, რომ მალე წაშალეს, მისი ონლაინ გავრცელება მაინც მოხერხდა.
როგორც Microsoft-ში აცხადებენ, ჰაკერებს ამ დაუცველობის გამოყენების საშუალებით პროგრამების დაყენება, მონაცემების ნახვა და წაშლა და მომხმარებელთა ახალი ანგარიშების შექმნაც შეუძლიათ.


