ბოლო 24 საათში საქართველოში 3 მიწისძვრა მოხდა
07/07/2021 18:46:20 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში უკვე მესამე მიწისძვრა მოხდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც წინა ორი.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მესამე მიწისძვრა თბილისის დროით 22:20 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, სოფელ სამებასთან მოხდა. მიწისძვრის სიდიდემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე, სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები 15:08 საათზე (სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა) და 23:53 საათზე (სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა) დაფიქსირდა.


